ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრი, რომელსაც კორონავირუსის პანდემიასთან არასათანადოდ გამკლავების გამო აკრიტიკებდნენ, თანამდობობიდან გადადგა

ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრი ადამ ვოიტექი, რომელსაც კორონავირუსის პანდემიასთან არასათანადოდ გამკლავების გამო აკრიტიკებდნენ, თანამდობობიდან გადადგა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ადამ ვოიტექმა განაცხადა, რომ მან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე შეიტანა, თუმცა აღნიშნა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ ჩეხეთში ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო.

„კოვიდ 19-ის ეპიდემიის სამართავად ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო, არაფრის მრცხვენია,“- განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.

ადამ ვოიტექი ჯანდაცვის მინისტრად 2017 წლის დეკემბერში დაინიშნა.

Worldometers-ის მონაცემებით, ჩეხეთში კორონავირუსის 49 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 500-ზე მეტი ადამიანი დაღუპულია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო