კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარაში დადასტურდა, 31 კი თბილისში

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარაში დადასტურდა, 31 კი თბილისში.

როგორც მარინა ეზუგბაია აცხადებს, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 16 კრიტიკულად მძიმე და 80 მძიმე პაციენტია.

„ბოლო 24 საათში, 193 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა. 193 ახალი დადასტურებული შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა-92, იმერეთი-53, თბილისი-31, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 8, გურია - 7, რაჭა-ლეჩხუმი - 1, მცხეთა მთიანეთი -1.

ჩვენ გვყავდა 19 გარდაცვლილი პაციენტი, დაგვემატა 1 და გახდა 20. ეს პაციენტი აფხაზეთიდან გადმოყვანილია, ასევე მასთან ერთად გადმოყვანილი იყო 3 პაციენტი. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, სამწუხაროდ, ერთ-ერთი, 60 წლის ქალბატონი გარდაიცვალა, არ გაუმჯობესდა მისი მდგომარეობა.

დაგვემატა 40 გამოჯანმრთლებული, 1534 გახდა, მათ პროცენტული მაჩვენებელი 42 არის“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: რომელ რეგიონში ფიქსირდება კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს