სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ რეიტინგი ვარდება, ეს აბსოლუტურად გასაგებია იმიტომ, რომ ეს არის ჩაფლავებული მთავრობა

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ბოლოინდროინდელი კვლევები მიუთითებს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი იკლებს.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მთავრობა არის „ჩაფლავებული მთავრობა, რომელმაც ვერც ერთ გამოწვევას თავი ვერ გაართვა“.

„IPSOS-ის კვლევაში, ისევე როგორც სხვა კვლევებში მათ შორის, Edison Research-ის, NDI-ის და IRI-ის კვლევებში, ჩანს რამდენიმე მარტივი რამ. პირველი - ის, რომ ვარდება „ქართული ოცნების“ რეიტინგი. ეს არის აბსოლუტურად გასაგები იმიტომ, რომ ეს არის ჩაფლავებული მთავრობა, რომელმაც ვერც ერთ გამოწვევას თავი ვერ გაართვა. მეორე - ჩანს ის, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, 60%-ზე მეტი, ითხოვს ცვლილებებს და ითხოვს, რომ ეს არასწორი მიმართულება შეიცვალოს და ესეც ძალიან ნათელია. მესამე - იზრდება ოპოზიციური პარტიების რეიტინგი, მათ შორის, „ევროპული საქართველოს“ რეიტინგი, რაც ასევე ჩანს ყველა კვლევაში. ამ არჩევნებზე მოხდება ძალიან მარტივი რამ, დამარცხდება „ქართული ოცნება“ და გაიმარჯვებენ ის ძალები, პირველ რიგში ასეთია „ევროპული საქართველო“ , რომელსაც აქვს რეალური გეგმა, თუ როგორ მოხდეს ცვლილებები. რა დაკვეთაცაა საზოგადოებაში, რომ გარდამტეხი ცვლილებები იყოს. ასეთ ცვლილებებს სთავაზობს სწორედ „ევროპული საქართველო“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, IPSOS-ის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 25 % „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ნაცონალურ მოძრაობას“ - 15,5 %, „ევროპულ საქართველოს“ - 5 %.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა