არჩილ თალაკვაძე - დეზინფორმაციის მანქანის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება ქვეყანაში

რასაკვირველია, ბევრი პრობლემა რჩება. არაერთი ოჯახი რჩება გაჭირვებასთან პირისპირ, თუმცა, მოთმინებით, შრომისმოყვარეობით, სწორი, თანმიმდევრული გადაწყვეტილებებით, ჩვენ კიდევ ბევრ ადამიანს დავეხმარებით და ჩვენს ქვეყანაში კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, პაატა კვიჟინაძის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" გამოცდილი გუნდითა და პასუხისმგბელობით აპირებს გააგრძელოს მომავალზე ზრუნვა.

"მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ უკიდურესად მობილიზებული იყო და აგრესიულად მუშაობდა დეზინფორმაციის კამპანია, მანქანა, რომელსაც სამწუხაროდ, ძველი ოპოზიცია დღემდე აკონტროლებს, ჩვენ შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების გაკეთება ქვეყანაში და შევძელით საზოგადოებასთან ნდობის გამტკიცება. წელს ვატარებთ ძალიან მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებს. 2012 წლამდე ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში იყო, კონსტიტუციასა და საარჩევნო სისტემას თავის საჭიროებებზე ირგებდა. "ქართული ოცნება" უახლეს ისტორიაში ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეცვალა საარჩევნო სისტემა და გაატარა ისეთი დემოკრატიული საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც სახელმწიფო მმართველობაზე რეალური ძალაუფლება და კონტროლი დაუბრუნდა ხალხს, გადაეცა ხალხს. სწორედ ამიტომაა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში არის ადამიანი. ეს არის გარანტირებული კონსტიტუციის დონეზე და ჩვენი პარტიის მუშაობის პრინციპების დონეზე. ჩვენ შევძელით, ყველაზე უკეთ, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ქვეყანაში რაიმე განვითარების მიღწევა. ჩვენ შევძელით ზრუნვა ადამიანზე, მის ჯანმრთელობასა და მისი უფლებების დაცვაზე და ბოლოს, საყოველთაო ჯანდაცვის, "ც" ჰეპატიტის პროგრამის და სხვა რეფორმების შემდეგ არის საქმე, რომელიც გიორგი გახარიას მთავრობამ, გლობალური პანდემიის პირობებში გააკეთა და მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ საქართველომ ყველაზე უკეთ შეძლო პანდემიისა და კორონავირუსის პირველი ტალღის მოგერიება და ვირუსის ფართო გავრცელების შეზღუდვა. ახლაც, თქვენ რომ შეხვიდეთ გლობალური სტატისტიკის გვერდზე, ნახავთ, რომ მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში არის შემთხვევების მკვეთრი მატება. ამ ფონზეც საქართველო რჩება ვირუსის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გავრცელების ზონად და ინარჩუნებს მწვანე სტატუსს. ეს არის იმის დამსახურება, რომ ქვეყანას ჰყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და ძლიერი ლიდერები. ჩვენ სწორედ ამ გამოცდილი გუნდით, სწორედ ამ პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ ზრუნვას მომავალზე. დღეს მოვედით თქვენთან, რომ ეს ნდობა განვამტკიცოთ და გავაგრძელოთ თქვენთან ერთად ზრუნვა ქვეყნის გამთლიანებასა და გაძლიერებაზე", - განაცხადა თალაკვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს