სერგი კაპანაძე - ვისაც სურს ერთპიროვნული მმართველობა, შეუძლია აარჩიონ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, ვისაც სურს  გარდამტეხი ცვლილებები, მაშინ არჩევანი „ევროპული საქართველოა“

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, მიხეილ სააკაშვილის განცხადებს გამოეხმაურა და აღნიშნავს, რომ სააკაშვილის პოზიცია კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით, ნიშნავს იმას, რომ მას სურს წარსულში, ერთპიროვნულ, ერთპარტიულ მმართველობაში დაბრუნება.

კაპანაძის თქმით, „ვისაც ერთპიროვნული მმართველობა სურს, შეუძლია არჩევანი სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის გააკეთოს, ვისაც გარდამტეხი ცვლილებები უნდა, მაშინ არჩევანი „ევროპული საქართველოა“.

„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ივანიშვილს უნდა დღევანდელი ჭაობის დატოვება და სურს, რომ ისე გაგრძელდეს ყველაფერი, როგორც არის დღეს. როგორც ჩანს, სააკაშვილს, ასევე არ უნდა ცვლილებები და უნდა წარსულის დაბრუნება, სადაც თვითონ ჰქონდა ერთპიროვნული და ერთპარტიული ძალაუფლება. სწორედ ამას ნიშნავს მისი განცხადება, რომ მას არ უნდა კოალიცია, როგორც ჩანს, სააკაშვილის არ უნდა ცვლილებები ასევე, ამიტომ არჩევანი არის ძალიან მარტივი, როგორც თვითონ ამბობს, რომ არჩევანი არის სააკაშვილს და ივანიშვილს შორის არა, არჩევანი არის ერთისმხრივ, წარსულში დამბრუნებელ ძალებს, რომლებიც არიან ივანიშვილი და სააკაშვილი, სამწუხაროდ ასე პოზიციონირდა თვითონ და მეორე მხრივ, არის ევროპული საქართველო, რომელსაც სურს ცვლილებები და უნდა, რომ ეს ერთპარტიული მმართველობა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს, უნდა რომ წავიდეთ წინ, უნდა, რომ ეს ჭაობი შეიცვალოს და მოხდეს გარხდამტეხი ცვლილებები.

ამრიგად არჩევანი დღეს ასე დგას. ვისაც სურს ერთპიროვნული მმართველობა, შეუძლია აარჩიონ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, ვისაც სურს ცვლილებები და დღევანდელი მძიმე ეკონომიკური კრიზისის და ამ ჭაობის გადალახვა და წინ წასვლა, არჩევანი არის მაშინ „ევროპული საქართველო“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“, პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2021
როგორ გადავჭრათ „ნამახვანჰესის“ პრობლემა?
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით