ზურაბ ჭიაბერაშვილი - 31 ოქტომბერს გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილება უნდა მოხდეს და შემდეგ დაიწყოს გარდამტეხი ეკონომიკური ცვლილებები

31 ოქტომბერს გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილება უნდა მოხდეს და ამის შემდეგ უკვე კოალიციურმა მთავრობამ უნდა დაიწყოს გარდამტეხი ეკონომიკური ცვლილებები, - ამის შესახებ ახმეტაში, ყვარელსა და ლაგოდეხის ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდტმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

ჭიაბერაშვილი ლარის გაუფასურებასა და ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლების 8-წლიანმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანა ჭაობამდე მიიყვანა.

„ქართული ოცნების“ 8-წლიანმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ლარი და ეკონომიკა დაასუსტა. ეს მდგომარეობა ჩვენ კორონაკრიზისის დაწყებამდეც გვქონდა, ხოლო ამ კრიზისმა კიდევ უფრო გააღრმავა ეს მდგომარეობა. ამრიგად, გარდამტეხი ცვლილებების გარეშე ამ მდგომარეობის გამოსწორება, ლარის გამყარება ისე, რომ ეს შემდეგი ფასებზე არ გადავიდეს და ჩვენ მოქალაქეებს ჯიბეზე არ დაარტყას, შეუძლებელი იქნება.

გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილება უნდა მოხდეს 31 ოქტომბერს და ამის შემდეგ უკვე კოალიციურმა მთავრობამ უნდა დაიწყოს გარდამტეხი ეკონომიკური ცვლილებები, რათა ეკონომიკა გაიზარდოს, ლარი და ფასები დასტაბილურდეს და სამუშაო ადგილები შეიქმნას. ეს არის გამოსავალი.

„ქართულმა ოცნებამ“ თვითონ, კორონაკრიზისის პირობებში იმაზე მეტი ზიანი მიაყენა ეკონომიკას, ვიდრე ეს სჭირდებოდა ჩვენი ჯანდაცვის ამოცანებს, შესაბამისად, კორონაკრიზისამდე არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა