გიორგი ვაშაძე - თუ გახარია დებატებზე უარს იტყვის, ის იქნება მშიშარა და მხდალი

გიორგი გახარიას არ აქვს დებატებზე უარის თქმის საშუალება, ეს ნიშნავს იმას, რომ ის არის მშიშარა და მხდალი. ეს ნიშნავს, რომ ის არის რუსული პოლიტიკისა და იდეოლოგიის გამტარებელი ქვეყანაში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს დახმარებისაკენ მოუწოდა, რათა ყველა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარდგეს ხალხის წინაშე და ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

„დასავლურ სტანტარტს, დასავლურ დემოკრატიას ახასიათებს დებატები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის. ყველა საპარლამენტო ქვეყანაში ეს ასე ტარდება. თუ ის ამაზე უარს იტყვის, ჯერჯერობით უარი არ უთქვამს, ეს ნიშნავს იმას, რომ ის არის ჩვეულებრივი რუსული ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის მატარებელი და პუტინისეული ფსიქოლოგიით მოქმედებს. მას, როგორც ჩანს, არ ეკადრება დებატები და არ ეკადრება პასუხების გაცემა იმ კითხვებზე, რომელიც ხალხს აქვს. თუ ის ამაზე უარს იტყვის, ეს ნიშნავს იმას, რომ ის აბსოლუტურად არ იზიარებს დასავლურ დემოკრატიას და დასავლურ სტანდარტებს, ამიტომ ამის უფლება ჩვენ მას არ უნდა მივცეთ. მე ვთხოვ ჟურნალისტებს დამეხმარონ იმაში, რომ ყველა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარდგეს ხალხის წინაშე და ყველა კითხვას გასცეს პასუხი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს