პარტიამ „თავისუფალი დემოკრატები", საბურთალოს #3 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად ვიტალი დარასელია წარადგინა

„გუნდი რომელსაც შევუერთდი, „თავისუფალი დემოკრატები", სავსეა ახალგაზრდებით, ახალი სახეებით, ახალი ენერგიითა და ახალი იდეებით. „ახალი“ ჩვენი გუნდის ნიშაა, რომელსაც აქვს მკვეთრად დასავლური, ევროპული კურსი და უდიდესი პერსპექტივები. მიეცით პასი დარასელიას და ღმერთია მოწმე, დარასელია გოლს გაიტანს - ასე მიმართა საკუთარ ამომრჩეველს ,,თავისუფალი დემოკრატების" მიერ, საბურთალოს საარჩევნო ოლქში წარდგენილმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ვიტალი დარასელიამ.

საბურთალოს ოლქში, „თავისუფალი დემოკრატების", პარტიული სიის პირველმა ნომერმა, ვახტანგ მჭედლიძემ, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, საბურთალოს ამომრჩეველს სიტყვით მიმართა და მაჟორიტარობის კანდიდატად ვიტალი დარასელია წარუდგინა.

წარდგენა გაიმართა ანა ანტონოვსკაიას ქუჩაზე მდებარე სტადიონზე.

წარდგენას ესწრებოდნენ ,,თავისუფალი დემოკრატების" და ვიტალი დარასელიას მხარდამჭერები, მეგობრები, მათ შორის საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობი სახეები: მსახიობი ზურაბ ყიფშიძე, ფეხბურთელები: გიორგი ქინქლაძე, ვლადიმერ გუცაევი და ვეტერანი ფეხბურთელები.

,,მოგესალმებით ყველას. მიუხედავად იმისა, რომ მე დღეს, ახლა ჩემს უბანში ვარ, იმ ადგილას, სადაც გავიზარდე და მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა თქვენგანს ვიცნობ, ჩემი მეგობრები ხართ, ძალიან ვნერვიულობ სწორედ იმიტომ, რომ დღეს, თქვენს წინაშე, ჩემი მეგობრებისა და უბნელების წინაშე, ვიღებ პასუხისმგებლობას, დავრჩე კვლავ იმ ადამიანად, რომელიც იქნება არა პირადი მიზნებისთვის მებრძოლი პოლიტიკოსი, არამედ ისევ ის თქვენი მეგობარი და თქვენი ინტერესების გამტარებელი ვიტალი დარასელია, ოღონდ ამჯერად პარლამენტში და უფრო დიდი შესაძლებლობებით.

ყოველთვის თავს ვიკავებდი პოლიტიკაში აქტიური ჩარევისგან, რადგან ეს სივრცე ჩემთვის ყველა ეტაპზე მიუღებელი იყო, მისი მანკიერი თვისებების გამო. დარწმუნებული ვარ თქვენც დაიღალეთ ერთი და იმავე მოჯადოებულ წრეში ტრიალით, როგორც მე, ადამიანების ყურებით რომლებიც 30 წელია ვერაფერს ცვლიან, ვერაფერს ახალს ვერ გვთავაზობენ, მუდამ გვატყუებენ და არჩევნებიდან არჩევნებამდე უიმედობის განცდას თესავენ, თუმცა დღეს სხვა რეალობის წინაშე ვართ, დღევანდელი რეალობა, პროპორციული არჩევნები და ის გუნდი რომელსაც მე შევუერთდი გვაძლევს საშუალებას ეს მოჯადოვებული წრე გავარღვიოთ და ასევე ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რის გამოც პოლიტიკაში ჩავერთე არის ის რომ ვყოფილიყავი ხიდი ქართველებსა და აფხაზებს შორის, ჩემი წარმომავლობიდან გამომდინარე.

გუნდი რომელსაც შევუერთდი, ,,თავისუფალი დემოკრატები", სავსეა ახალგაზრდებით, ახალი სახეებით, სავსეა ახალი ენერგიითა და ახალი იდეებით. „ახალი“ ჩვენი გუნდის ნიშაა, რომელსაც აქვს მკვეთრად დასავლური, ევროპული კურსი და უდიდესი პერსპექტივები. არ დავიწყებ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ლაპარაკს, ეს არაა ჩემი საქმე, ეს ჩემი პირველი ნაბიჯებია პოლიტიკაში, თუმცა, ერთს კი ნამდვილად გეტყვით, მე ვარ ვიტალი დარასელია, ვატარებ სახელს, რომელსაც ამ ქვეყნისთვის ბევრჯერ მიუცია სიამაყის საფუძველი და ეს ჩემთვის ორმაგი პასუხისმგებლობაა, რომ ეს სახელი არ შევარცხვინო და ამ სახელს ჩრდილი არ მივაყენო. ეს სახელი და ჩემი პიროვნული ღირსებები მიიღეთ როგორც გარანტია, რომ თქვენს ერთგულებას არასდროს ვუღალატებ, ამიტომ გეტყვით ასე, მე ვიტალი დარასელია მოგიწოდებთ თქვენ, ყველას, ენდეთ ამ გუნდს ენდეთ ,,თავისუფალ დემოკრატებს" და მენდეთ მე. შემოხაზეთ 31 ოქტომბერს 25 ნომერი, მიეცით პასი დარასელიას და ღმერთია მოწმე, დარასელია გოლს გაიტანს" , - განაცხადა ვიტალი დარასელიამ.

ინფორმაციას „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს