თბილისში საველე კარვების  განთავსება იგეგმება

თბილისში საველე კარვების განთავსება იგეგმება, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრში განუცხადეს, ტესტის ჩატარება ნებაყოფლობითი იქნება და ის უფასოდ გაკეთდება.

კონკრეტულად რა ლოკაციებზე განთავსდება თბილისის ქუჩებში საველე კარვები, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, კორონავირუსზე უფასო ტესტირებისთვის საველე კარვები ამ დროისთვის აჭარის რეგიონში კერძოდ, ბათუმსა და ქობულეთშია განთავსებული. გაფართოებული ტესტირების ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს კორონავირუსზე ტესტის აღება უფასოდ შეუძლიათ.

საკოორდინაციო საბჭომ აჭარის რეგიონში საველე კარვების განთავსების გადაწყვეტილება კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობის შემთხვევების ზრდის და ზაფხულის სეზონზე აჭარაში დამსვენებლების რიცხვის მატების გამო მიიღო.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია