გიორგი გახარია - ადამიანის შრომის უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული და ეკოლოგიასაც უნდა მივხედოთ

ადამიანის შრომის უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული და ეკოლოგიასაც უნდა მივხედოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჭიათურაში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, პაატა კვიჟინაძის წარდგენისას განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, აუცილებელია ბალანსისა და შრომის უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვა, რომ ზიანი შეუქცევადი და დაუძლეველი არ იყოს.

„ჭიათურა უმნიშვნელოვანესი ქალაქია ქვეყნის ეკონომიკისთვის. ჭიათურა არის ქართული მრეწველობის ფუძე და ეს არ მომხდარა გუშინ და გუშინწინ. ეს მოხდა მაშინ, როდესაც 1879 წელს აქ მანგანუმის საბადო აღმოაჩინეს. მას შემდეგ ჭიათურა საქართველოში ბევრ რამეში იყო ჩემპიონი.

აქ იყო პირველი საბაგირო, პირველი სპორტული კორტები, მაგრამ ეს ყველაფერი კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ, გავამდიდროთ და წინ წავიყვანოთ. თუმცა, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ადამიანის შრომის უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული და ეკოლოგიასაც უნდა მივხედოთ. ეს ყველაფერი ერთ-ორ დღეში ვერ მოხერხდება. ძალიან კარგად მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, როდესაც აქ პირველად მომიწია ჩამოსვლა და აქაურ ბიზნესსაზოგადოებასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მანგანუმის მოპოვების ტექნოლოგიაში გარკვევა, მაშინ სიტუაცია მძიმე იყო. დღეს ცოტა უკეთესია. ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ აქ საჭიროა ბალანსის დაცვა ეკონომიკის განვითარებაში, ბიზნესის მხარდაჭერაში, რაც სამუშაო ადგილებს ნიშნავს და ასევე არ მივაყენოთ ზიანი ბუნებას. ასევე, უნდა დავიცვათ შრომის უსაფრთხოების ელემენტარული წესები, რომ ეს ზიანი შეუქცევადი და დაუძლეველი არ იყოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიპოვოთ ეს ბალანსი. ჭიათურაში მოპოვებული მანგანუმი და მისგან მიღებული პროდუქტი დღეს ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო საქონელია და რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკაში“, - განაცხადა გახარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს