მეუფე შიო - პატრიარქის ერთ-ერთი მთავარი დამსახურებაა, რომ ააღორძინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული მოწიწება და სიყვარული

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, ილია მეორეს ერთ-ერთი მთავარი დამსახურებაა, რომ მან ააღორძინა სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული მოწიწება და სიყვარული, - ამის შესახებ კათოლიკოს - პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

მეუფემ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა.

„ვეცადოთ, რომ დიდი სიყვარული გვქონდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, რომელიც არის დედა ყოველი ჩვენთაგანის. ვეცადოთ, ღირსნი ვიყოთ იმისა, რომ ჩვენ ერთი მოდგმისანი ვართ, იმ მოდგმისა, რომლისგანაც იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

ჩვენ დღეს, ყველამ ერთად მივულოცოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს ილია მეორეს ეს დღე, იმიტომ, რომ ყველა დიდ ღვაწლთან ერთად მისი ერთ-ერთი მთავარი დამსახურებაა, რომ მან ააღორძინა სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული მოწიწება და სიყვარული. ეს გააღვიძა და ააღორძინა ჩვენს ერში, რისი დაგვირგვინებაც გახლავთ ჩვენი სახელმწიფოს მიერ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის სახელმწიფო დონეზე აყვანა და სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადება“, - განაცხადა მეუფე შიომ.

მისივე თქმით, დღევანდელ დღეს მისი უწმინდესობა პირადად ლოცავს იმ ბავშვებს, რომლებიც ებრძვიან სიმსივნეს.

„დღეს, ჩვენ ვლოცავთ ბერი ანდრიას სახელობის ფონდის შვილობილებს, რომელთაც ეს მძიმე სენი დაამარცხეს და მათი სახით ვლოცავთ ყველა ბავშვს. განსაკუთრებით მათ, რომელთაც აქვთ პრობლემები და ვუსურვებთ განკურნებას, ღვთისა და ღვთისმშობლის შეწევნას, მფარველობას, რომ დასძლიონ ეს მძიმე სენი, თავისი ცხოვრებით ჩვენი ქვეყნის ღირსეული და ერთგული შვილები იყვნენ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ", - განაცხადა მეუფე შიომ.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა