სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სოფლად მცხოვრებ ქალთა შესაძლებლობათა გაზრდის მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა,-აღნიშნულ ინფoრმაციას გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია ავრცელებს.

მემორანდუმს ხელი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ საბედაშვილმა მოაწერეს.

„შეთანხმების მიზანია საქართველოში სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებში ქალთა ჩართვით მათი ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა და სპეციალური პროგრამის შემუშავება, რომელიც გამიზნული იქნება ქალთა მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

მემორანდუმის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია უზრუნველყოფს სოფლის განვითარების სააგენტოსთვის მომზადდეს გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის (PGA) რეკომენდაციების საფუძველზე.

მხარეები შეთანხმდნენ რომ გენდერული პერსპექტივის გათვალისწინებისთვის შემუშავდება ეფექტური ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც დაინერგება სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებში. სააგენტოს მხარდასაჭერად შემუშავდება რეკომენდაციები, რათა მან მოკლე დროში შეძლოს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულება.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით სოფლის განვითარების სააგენტოში შეიქმნება გენდერის საკითხებში მრჩევლის პოზიცია, რომელიც იქნება ძირითადი საკონტაქტო პირი ორგანიზაციებს შორის და მჭიდროდ იმუშავებს სოფლის განვითარების სააგენტოს კომპეტენციის განვითარების, გენდერული თანასწორობის სტანდარტებისა და ნორმების შემუშავების კუთხით“,-აღნიშნავენ გაეროს ქალთა ორგანიზაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა