რატი იონათამიშვილი - ოპოზიციას დაკარგული აქვს სახე და ისინი ხვდებიან, რომ მათი დრო პოლიტიკაში დათვლილია

ოპოზიციას დაკარგული აქვს სახე და ისინი ხვდებიან, რომ მათი დრო პოლიტიკაში დათვლილია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან ipsos- ის კვლევების კომენტირებისას განაცხადა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლევების გაყალბებითაა დაკავებული და რეალურად „ქართული ოცნების" რეიტინგი 60 პროცენტის ფარგლებშია.

„ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში არჩევნებს აყალბებდა, დღეს ისინი ყოველი არჩევნების წინ აყალბებენ კვლევებს და ამას შიგნიდანაც ამბობენ თვითონ. 2016 წლის კვლევებთან დაკავშირებით თქვენ ნახეთ მათი განცხადებები. რა მანიპულაციაც არ უნდა სცადონ ციფრებზე, ფაქტია, მაინც ვერ მალავენ რომ „ქართული ოცნება" დამაჯერებლად არის უპირატესობაში, ჩვენ 60 პროცენტის ფარგლებში გვაქვს მხარდაჭერა. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენთვის.

ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციას დაკარგული აქვს სახე და ისინი ხვდებიან, რომ დათვლილია მათი დრო პოლიტიკაში, დღითიდღე მათი შერჩენილი პროცენტებიც უფასურდება. რაც შეეხება გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, ასეთი კატეგორია, როგორც წესი უფრო მეტად მმართველი გუნდის მხარეს იხრება ხოლმე,"- განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისათვის, IPSOS-ის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 25 % „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ნაცონალურ მოძრაობას“ - 15,5 %, „ევროპულ საქართველოს“ - 5 %.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს