სერ პატრიკ ვოლანსი - ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის დიდ ბრიტანეთში ყოველდღიურად კორონავირუსის 50 000-მდე ახალი შემთხვევის დაფიქსირებაა მოსალოდნელი

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მთავარი სამეცნიერო მრჩეველი სერ პატრიკ ვოლანსი აცხადებს, რომ ახალი შეზღუდვების დაწესების გარეშე ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის ქვეყანაში, ყოველდღიურად კორონავირუსის 50 000-მდე ახალი შემთხვევის დაფიქსირებაა მოსალოდნელი.

მისივე თქმით, გაიზრდება ფატალური შემთხვევების რაოდენობაც და შესაძლოა, ყოველდღიურად 200 ადამიანი დაიღუპოს.

„ამ დროისთვის ვფიქრობთ, რომ ეპიდემია ყოველ შვიდ დღეში დაახლოებით ორმაგდება და ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ თუ ის შენარჩუნდება, ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის ყოველდღიურად 50 000-მდე შემთხვევა გვექნება, რაც, ერთ თვეში, ანუ ნოემბრის შუა რიცხვებისთვის, ყოველ დღე გარდაცვალების 200-მდე ფაქტს გამოიწვევს“, - აღნიშნა სერ პატრიკ ვოლანსმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, აუცილებელია ეს მაჩვენებელი შეიცვალოს და ინფექცია ყოველ 7 დღეში არ ორმაგდებოდეს.

შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში გუშინ კორონავირუსის 3 899 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 18 ადამიანი გარდაიცვალა. მედიის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შექმნილი მდგომარეობის გამო, ინგლისში კარანტინის ხელახალ გამოცხადებას არ გამორიცხავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს