კახა კალაძე - როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო, არჩევნებს აყალბებდა, ახლა, დაკავებული არიან კვლევების გაყალბებით

როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო, არჩევნებს აყალბებდა, ახლა, ისინი დაკავებულნი არიან კვლევების გაყალბებით,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო რეიტინგებთან დაკავშირებული კვლევების შესახებ განაცხადა.

„ბოლო დროს ძალიან ბევრი კვლევა ვიხილეთ და მხოლოდ ერთი შემიძლია, ვთქვა, თუ წინა წლებში, მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო და აყალბებდა არჩევნებს, ახლა ისინი დაკავებულნი არიან კვლევების გაყალბებით. ბოლო კვირებში, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან მომზადებული კვლევები ვნახეთ, ტელევიზიების კვლევები. შეიძლება, იყოს დავა და მსჯელობა, თუ ვინ ჩაატარა და როგორი მეთოდოლოგია იყო მაგრამ ის, რაც გუშინ აჩვენეს ყველაფერს სცდება“, - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, რა უპირატესობას ფლობს არჩევნებზე „ქართული ოცნება“ კონკურენტებთან შედარებით, კახა კალაძე აცხადებს, რომ ყველაფერი შედარებითია და მისი აზრით, საზოგადოებისთვის არჩევანი მარტივი გასაკეთებელია.

„ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება. ჩვენი ოპონენტები გვსაყვედურობენ ხოლმე, როდესაც მათი მმართველობის 9 წლიან პერიოდზე ვსაუბრობთ. მეც არ მომწონს, როდესაც ამის შეხსენება გვიწევს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. რადგან ეს პოლიტიკური პარტია კიდევ პოლიტიკურ ველზეა, უნდა გავაკეთოთ შედარებები, რა იყო წარსულში, რა გვქვს დღეს და როგორი საქართველო გვინდა, საით მივდივართ. არჩევანის გაკეთება საზოგადოებისთვის ვფიქრობ, ძალიან მარტივია“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, IPSOS-ის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 25 % „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 15,5 %, „ევროპულ საქართველოს“ - 5 %.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა