გიორგი ვაშაძე - მუზეუმი „მედეა“ იქნება სპორტული არენა, რომელიც უმასპინძლებს დიდ საერთაშორისო ტურნირებს, რაც ნიშნავს მეტ ტურისტს, მეტ ეკონომიკას, მეტ სამუშაო ადგილს

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქუთაისში სტუმრობისას იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელიც პარტიას გასულ წელს უკვე შემუშავებული ჰქონდა და ყურადღება სპეციალურად დასავლეთ საქართველოსთვის შექმნილ ერთ-ერთ კონცეფციაზე - დრაივ მუზეუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ აცნობეს.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიზანია, რომ სწორედ ქუთაისი იყოს დასავლეთ საქართველოს განვითარების ავანგარდში და ეს განვითარება მოიტანოს მთელი საქართველოს მასშტაბით.

„ჩვენ გვაქვს თერთმეტი პროექტი წარმოდგენილი, რომელიც შექმნილია ჩვენს თანაგუნდელებთან ერთად. თამთა გაბრიჩიძემ სპეციალურად დასავლეთ საქართველოსთვის შექმნა საოცარი კონცეფცია - დრაივ მუზეუმი „მედეა“. საკმაოდ მნიშვნელოვანი პროქტია, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენი ისტორია გავხადოთ ერთის მხრივ ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და გასაგები, მეორეს მხრივ კი მსოფლიოს გავაცნოთ, რა წვლილი გვაქვს შეტანილი მსოფლიოს ცივილიზაციაში. მუზეუმი „მედეა“ - ეს იქნება მულტიფუნქციური სპორტული არენა, სადაც დასავლეთ საქართველო უმასპინძლებს დიდ საერთაშორისო ტურნირებს. ეს ნიშნავს მეტ ტურისტს, მეტ ეკონომიკას, მეტ სამუშაო ადგილს”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა