გიორგი გახარია - საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, როგორი გვინდა, საქართველო დავინახოთ უახლოეს პერიოდში და ამაში ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი წვლილია

არავის ეჭვი არ ეპარება, რომ 31 ოქტომბერს ჩვენ საჩხერეში გავიმარჯვებთ ყველანი ღირსეულად, მაგრამ ეს გამარჯვება არ ნიშნავს მხოლოდ საჩხერის გამარჯვებას, ეს გამარჯვება ნიშნავს საქართველოს გამარჯვებას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ -მინისტრმა გიორგი გახარიამ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პაატა კვიჟინაძის ჭიათურაში წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, საჩხერეს ყველა რეგიონისგან გამოარჩევს ის ფაქტორი, რომ აღნიშნული მუნიციპალისტეტი ჩამოყალიბებულია მოდელად, თუ როგორი უნდა იყოს საქართველო მომავალში.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ამასთანავე აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ბევრი პროექტია გასაკეთებელი, რომელიც ხელისუფლებამ მოსახლეობასთან ერთად უნდა განახორციელოს.

„დღეს დიდი პატივია აქ საუბარი თქვენთან ერთად ხვალინდელ დღეზე. რა თქმა უნდა, აკაკის სამშობლოდან საუბარი საქართველოს მომავალზე დიდი პასუხისმგებლობაც არის, მაგრამ მე ცოტა სხვანაირად მინდა ამას ასეთ თბილ შინაურულ გარემოში შევხედო. საჩხერეს განასხვავებს ერთი რამ ყველასგან, საჩხერე უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც მოდელი, როგორი გვინდა, ჩვენ უახლოეს პერიოდში, რომ საქართველო დავინახოთ და ამაში პირდაპირი წვლილია ბიძინა ივანიშვილის. ეს არის ის მოდელი, როგორ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში სხვა მუნიციპალიტეტებიც ასეთები იყვნენ. მარტივად რომ ვთქვათ, ჯანდაცვა, განათლების სისტემა, ინფრასტრუქტურა, სპორტი, კულტურა, გზები- ეს არის ყველაფერი იმისთვის, რომ ამ მუნიციპალიტეტის თითოეულმა მოქალაქემ ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით, რომელიც თქვენთვის შეიქმნა და სიმართოლე უნდა ვთქვათ, რომ შექმნა „ქართუმ“ და ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მუდმივად ასე უნდა გაგრძელდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ კარგი საფუძველია და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ სხვა მუნიციპალიტეტებიც საჩხერეს დაეწიონ და საჩხერეც გაძლიერდეს კიდევ უფრო. ელემენტარულ მაგალითს გეტყვით, ზემო იმერეთი - რაჭის გზა იქნება ძალიან მაგარი პროექტი, რომელიც შეძლებს უფრო მეტი ტურისტი მოიყვანოს ამ რეგიონში. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, არის უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი დარჩენილი, დაწყებული წყალმომარაგებით, დამთავრებული წყალარინებით, ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა