კახა კალაძე - არჩევნებს საფრთხე არ ემუქრება

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობს.

როგორ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება.

ამასთან, მისივე თქმით, შემუშავებულია რეგულაციები, სადაც გაწერილია, როგორ უნდა მოიქცეს ამომრჩეველი ხმის მიცემის დროს.

„არჩევნებს საფრთხე არ ემუქრება, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა საარჩევნო კამპანია ჩაატაროს, შეხვდეს მოსახლეობას, წარადგინოს ქვეყნის განვითარების გეგმები. შესაბამისად, არჩევნების ჩატარების საკითხთან დაკავშირებით არავითარი კითხვის ნიშანი არ არის.

ცენტრალური საარჩევნო კომისია საზოგადოებას წარუდგენს, როგორ უნდა დაიცვან ადამიანებმა ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოება, რა თქმა უნდა, ამის რეგულაციები არსებობს და ცენტრალური საარჩევნო კომისია გააკეთებს განმარტებას“,-განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო