ირაკლი აბესაძე - ვნახეთ ხელისუფლების უცოდინრობა, არაპროფესიონალიზმი და რაც მთავარია, კორუფციული მადა

ხელისუფლებამ 8 წლის განმავლობაში დატოვა მრავალი დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტი, მოიპარა ათეულობით მილიონი ლარი და ახლა პრემიერ - მინისტრი საზოგადოებას სთხოვს, რომ კვლავ მიეცეთ შანსი განახორციელონ ინფრასტრუქტურული პროექტები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა,

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა უპასუხისმგებლობა, უტიფრობა და კორუფცია, რის შეცვლასაც სჭორდება გარდამტეხი ცვლილებები.

„ქართული ოცნება“ აგრძელებს საზოგადოების უტიფრად მოტყუების, თვალში ნაცრის შეყრის პოლიტიკას, პრემიერი გახარია, ახლა ეხვეწება საზოგადოებას, რომ მომდევნო 8 წლის განმავლობაში მიეცეთ შანსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, როდესაც გასული წლების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ მათი უცოდინრობა, არაპროფესიონალიზმი და რაც მთავარია, კორუფციული მადა, როდესაც ათეულობით მილიონი ლარი იქნა მოპარული ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და საზოგადოებამ დღემდე ვერ მიიღო ნორმალური საცხოვრებელი პირობები.

ამის კარგი მაგალითია სოფელი პატარა სამსარი, სადაც გაზიფიკაციის სამუშაოები დღემდე დასრულებული არ არის, წელს სეტყვამ 100%-ით გაანადგურა მათი მოსავალი და ეს ადამიანები რომ უბრალოდ ზამთარში არ გაიყინონ 3000 ლარის შეშა დასჭირდებათ, სწორედ იმის გამო, რომ ხელისუფლებამ დროულად ვერ მოახერხა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დამთავრება და სოფლის სრულად გაზიფიცირება.

ეს უტიფრობა, უპასუხისმგებლობა და კორუფცია არის, რაც მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“ და რაც მნიშვნელოვნდა უნდა შეიცვალოს ამ არჩევნებზე და ახალი ხელისუფლება, ახალი კოალიციური მმართველობა, რა თქმა უნდა, სწრაფად დაკავდება პატარა სამსარის და ყველა სოფლისა თუ ქალაქის პრობლემების მოგვარებით“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს