გიგი უგულავა - ივანიშვილის პირობებში, ლარი იქნება ჩვენი ეკონომიკისა და მოქალაქეების გაღარიბების სიმბოლო

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ლარის გაუფასურებასა და ეკონომიკურ კრიზისს ეხმიანება.

უგულავას თქმით, ივანიშვილის ხელისუფლების არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანა მიიყვანა ეკონომიკურ კრიზისამდე.

როგორც უგულავა აცხადებს, გაზრდილია დისბალანსი უცხოური ვალუტის გადინებასა და შემოდინებას შორის, ხოლო როგორც უგულავა აღნიშნავს, ამას ეროვნული ბანკის ერთჯერადი ინტერვენციები ვერ უშველის.

„სამწუხაროდ, ივანიშვილის ხელსუფლებამ შეგვიყვანა ჩვენ ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, სამწუხაროდ, აქედან გამოსავალი, „ქართული ოცნების“ დარჩენის პირობებში შეუძლებელია და ლარის ქცევასაც ეს ეხება პირდაპირ და ჩვენ ამას ვხედვათ, რომ ხელისუფლება ამ სიტუაციას ვეღარ დაიჭერს.

მათ შორის იმის გამო, რომ ეკონომიკა სულს ღაფავს და გაიზარდა დისბალანსი ფულის გადინებასა და შემოდენებას შორის, ეროვნული ბანკის ჩასხმები ამას ვერ უშველის, ეს არის დაახლოებით იგივე, რომ აისბერგი დნებოდეს და შენ ნიჩბით წყალს იგერიებდე.

ამრიგად, მთავარი, ფუნდამენტური, გარდამტეხი ცვლილება არის საჭირო ქვეყანაში, იმისათვის, რომ ეკონომიკაც შესაბამისად ამ ცვლილებებს ფეხდაფეხ მიჰყვეს და ლარი დასტაბილურდეს. ივანიშვილის პირობებში, ლარი იქნება ჩვენი ეკონომიკისა და მოქალაქეების გაღარიბების სიმბოლო. ამიტომ არის აუცილებელი ამ არჩევნებზე გარდამტეხი ცვლილება, ანუ ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება”, - განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავას კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს