ირანში კორონავირუსის 3 341 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 177 ადამიანი გარდაიცვალა

ირანში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 3 341 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 425 481-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ირანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდ - 19-ს კიდევ 177 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 24 478-ს მიაღწია.

ოფიციალური სტატისტიკით, ირანში დღემდე კორონავირუსისგან 361 523 პაციენტი განიკურნა. ამჟამად, 3 912 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მათ რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობენ.

ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2021
მსოფლიო 2021 წლის ინტელექტუალური საკუთრების დღეს სლოგანით  - „ინტელექტუალური საკუთრება და მცირე და საშუალო საწარმოები: თქვენი იდეების კომერციალიზაცია“ აღნიშნავს
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე
დეველოპერულმა კომპანია "გრადამ" და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა
„ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია Symbiotics-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა