შოტლანდიის პირველი მინისტრი - დამატებითი შეზღუდვები მომდევნო რამდენიმე დღეში აუცილებლად დაწესდება

შოტლანდიის პირველი მინისტრის ნიკოლა სტრაჯონის განცხადებით, კორონაავირუსის სწრაფად მზარდ შემთხვევებთან გასამკლავებლად, დამატებითი შეზღუდვები რამდენიმე დღეში დაწესდება.

მისივე განცხადებით, გადაუდებელი ზომების მიღება საჭიროა.

„პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ დამატებითი შეზღუდვები შოტლანდიაში თითქმის აუცილებლად დაწესდება მომდევნო რამდენიმე დღეში“, - აღნიშნა სტრაჯონმა.

აქვე პირველი მინისტრი იმედოვნებს, რომ მარტის მსგავსი სრულმასშტაბიანი კარანტინის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?