გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელის“ გუნდის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ  ქუთაისი იქნება ტექნოლოგიური განვითარების ავანგარდში

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქუთაისში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად მიკრო სქემებისა და ჩიპების წარმოებას მოიაზრებს.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქუთაისი სულ მალე IT ქალაქი გახდება, რაც ახალგაზრდა თაობას მისცემს დასაქმების სრულიად სხვა შესაძლებლობებს.

„ქუთაისი IT ქალაქი უნდა გახდეს. უნდა დაიწყოს მიკრო სქემების და ჩიპების წარმოება, რაც თანამედროვე განვითარებისთვის ძალიან დიდ შესაძლებლობას შექმნის. ჩვენთვის ძალიან ბევრ ცნობილ IT კომპანიებთან ერთად დავიწყებთ წარმოებას, რომელიც ახალგაზრდა თაობას მისცემს დასაქმების სრულიად სხვა შესაძლებლობას. ქუთაისი - IT ქალაქი - ნიშნავს იმ თანამედროვე პროდუქტების წარმოებას, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოს მისცემს შესაძლებლობას რეგიონის ტექნოლოგიური ქვეყანა გახდეს. Microsoft-ი, IPM-ი, FACEBOOK-ი, Google-ი და ა.შ. მათი რეგიონალური ოფისები უნდა იყოს საქართველოში. მე პირობას გაძლევთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ ჩვენ ვიქნებით ტექნოლოგიური განვითარების ავანგარდში. ქუთაისი IT ქალაქის სტატუს დაიმკვიდრებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აღნიშნულ კომენტარს „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა