ხათუნა გოგორიშვილი გურიაში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატზე - გურიას მოჭიდავეები კი არა პატრონი სჭირდება

გურიას მოჭიდავეები კი არა პატრონი სჭირდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის ოლქში, ხათუნა გოგორიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც აღნიშნულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონის, მანუჩარ კვირკველიას წარდგენას გამოეხმაურა.

„ოპოზიციიდან ჩემი მთავარი კონკურენტი გურიაში იქნებოდა, ვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ დააყენებდა და როგორც იქნა, თქვეს და ეს არის კახა ოქრიაშვილის და ცეზარ ჩოჩელის პარტიის წარმომადგენელი. მე არ ვიცნობ ამ ადამიანს და მხოლოდ პატივისცემა მაქვს, როგორც ოლიმპიური ჩემპიონის და მოჭიდავის მიმართ, მაგრამ მე მგონი, გურიას მოჭიდავეები კი არა პატრონი სჭირდება, პატრონი, რომელიც მათ ყოფით პრობლემებს მოაგვარებს“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

მისივე თქმით, გამოჩნდა, რომ მოლოდინი, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობას“ რეგიონების ოლქებში „ვარსკვლავები“ ეყოლებოდა, რის გამოც საერთო კანდიდატებზე შეთანხმებაზე უარი თქვა, არ გამართლდა და მისი კანდიდატები „ვარსკვლავებისგან შორს არიან“.

„ზესტაფონში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი კახა გეწაძე არის ხელის ბიჭი ე.წ. რიჟასი და როდესაც ორი თვის წინ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავი მოჰქონდა, რომ აი, ისეთი კანდიდატები ეყოლება, რომ დაირაზმება მთელი ამომრჩეველთა სპექტრი, ვისი გულისთვის დაირაზმება, კახა გეწაძის გულისთვის?! ამისთვის ჩაიშალა საერთო კანდიდატებზე შეთანხმება?! მე შემიძლია ვთქვა ერთი რამ, რომ საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე ოპოზიციის მხირდან რაც თბილისში მოხდა იყო ძალიან კარგი და შეთანხმება დარჩენილ 22 ოლქშიც რომ არ მოხდა, ეს იყო უბრალოდ კაპრიზი და ის კონკრეტული არგუმენტი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველგან ჰყავს ვარსკვლავები, როგორც გამოჩნდა, ვარსკვლავებისგან შორს არიან“, - განაცხადა გოგორიშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა