ევროკავშირის საბჭოზე ბელარუსისთვის სანქციების დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე, ვერ მიიღეს გადაწყვეტილება ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებით სანქციების დაწესების თაობაზე. ამის შესახებ ევროკომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელიმ ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საკითხის დასამტკიცებლად აუცილებელია, ყველას მხარდაჭერა, რაც დღეს არ ყოფილა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელი იყო, რომ ბელარუსის ხელისუფლების რამდენიმე ათეული მაღალჩინოსნისთვის ევროკავშირს სანქციები უნდა დაეწესებინა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო