ინდოეთში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, მათ შორის 7 ბავშვია

ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატში, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, მათ შორის 7 ბავშვია.

მედიის ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხლად გადარჩენილი 30-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 4 წლის ბავშვიც არის.

ადგილობრივმა პოლიციამ აღნიშნა, რომ ნანგრევებში აღარავინ არის დარჩენილი და დამატებით ცხედრების პოვნის შესაძლებლობაც გამორიცხა.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობა 40 წლის წინ აშენდა და მისი შეკეთება იყო დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ განხორციელდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა