ქართულმა და თურქულმა მხარეებმა ტვირთების საბაჟო კონტროლის პროცედურების შესახებ ონლაინ შეხვედრა გამართეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან, რიზა თუნათურაგაისთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას, მხარეებმა COVID-19-ით შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, სანიტარიულ, ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთების გადაადგილების პროცედურების შესახებ ისაუბრეს. ამასთან, მხარეებმა ინფორმაციის გაცვლის საფუძველზე, სატრანზიტო ფორმალობები და კონტროლის ეფექტური მექანიზმები განიხილეს.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მეზობელ ქვეყნებს შორის სახმელეთო გზით გადაადგილებული საქონლის შესახებ მონაცემების გაცვლა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შემოსავლების სამსახურის შესაბამისმა ტექნიკურმა ჯგუფმა, თურქულ მხარესთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, გასაცვლელ ინფორმაციას დაამატა ტვირთების წონის შედეგები და ამჟამად, უკვე აქტიურად მინდინარეობს აღნიშნული პარამეტრების ურთიერთგაცვლა, ხოლო ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მხარეებს შორის მყისიერად ხდება კოორდინირებული რეაგირება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ახალი პროექტის თანახმად, სატვირთო ავტომობილების შემოწმებისთვის განკუთვნილი სკანერის სურათების ურთიერთგაცვლა შესაძლებლობას მოგვცემს, რისკების ანალიზზე დაფუძნებული საბაჟო კონტროლის განხორციელებისას ეფექტურად და გამარტივებულად მოხდეს ტვირთების მონიტორინგი, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კანონიერი ვაჭრობის განვითარებას", - განაცხადა ლევან კაკავამ და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მნიშვნელობას.

ვიდეოკონფერენციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია დაესწრნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა