ინგლისში პაბები, ბარები და რესტორნები 22:00 საათზე დაიკეტება

კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, ხუთშაბათიდან ინგლისში პაბები, ბარები და რესტორნები საღამოს 22:00 საათზე დაიკეტება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კორონავირუსთან დაკავშირებულ ახალ ზომებს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პარლამენტს დღეს წარუდგენს, მოგვიანებით კი ის ქვეყნის მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.

სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს სოციალური დისტანციის დაცვის, პირბადეების გამოყენებისა და ხელების ხშირად დაბანვის აუცილებლობაზე ესაუბრება. გარდა ამისა, ადამიანებს სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდებს იმ შემთხვევაში, თუკი ეს ბიზნესის დაზარალებას არ გამოიწვევს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ დიდი ბრიტანეთში კოვიდ 19-თან დაკავშირებული განგაშის დონე 3-დან 4-მდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი მაღალია.

დიდ ბრიტანეთში, ორშაბათს, კორონავირუსის 4 368 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 11 ადამიანი გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო: ინგლისში პაბები, ბარები და რესტორნები დაიკეტება

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა