ათონის მთაზე კორონავირუსის 10 შემთხვევა დადასტურდა

ათონის მთაზე მდებარე წმინდა პავლეს მონასტერში კორონავირუსის რვა შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Ekathimerini ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი კოვიდინფიცირებული სასულიერო პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კორონავირუსის თითო-თითო შემთხვევა დადასტურდა ათონის მთაზე მდებარე კიდევ ორ მონასტერში.

საბერძნეთის ჯანდაცვის ეროვნულმა ორგანიზაციამ ათონის მთაზე ჯგუფი გააგზავნა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა