მარინა ენდელაძე - კორონავირუსის შემთხვევების მატება საყურადღებოა, თუმცა, არა საგანგაშო - ვფიქრობ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა სრულად მოერევა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ახალი შემთხვევების მატება საყურადღებოა, თუმცა, არა საგანგაშო.

„მართალია, მოიმატა შემთხვევებმა, მაგრამ არ არის დრამატულად მატება, ძალიან საყურადღებოა, თუმცა არა საგანგაშო.

ვფიქრობ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა სრულად მოერევა ამ საკითხს. სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს, გახსნილია მე როგორც ვიცი 35 სტაციონარი, რომელიც კოვიდინფიცირებულებს ემსახურება, კიდევ ხდება მათი დამატება, მიდის პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების ტრენინგები, რომ შესაბამისად შეძლონ პაციენტების შეფასება.

ვფიქრობ, კარგად მოერევა ჩვენი ქვეყანა ამ საკითხს.

ჯერჯერობით საქართველო „მწვანე ზონაშია“, აჭარის გარდა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

იხილეთ ვიდეო:ინფექციურ საავადმყოში აცხადებენ, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატება საყურადღებოა, თუმცა, არა საგანგაშო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა