მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილ ორივე პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილ ორივე პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მისივე თქმით, გარდაცვლილთაგან ერთი ბათუმში მკურნალობდა, ხოლო მეორე ქუთაისიდან იყო ბათუმში გადაყვანილი.

„გარდაიცვალა 2 პაციენტი. აქედან, ერთ-ერთი 67 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, იყო კრიტიკულად მძიმე, ჰქონდა სხვადასხვა თანმხლები დაავადება ესენია: არტერიული ჰიპერტენზია, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული მოციმციმე არითმია და შესაბამისად, ამ პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.

მეორე გარდაცვლილ პაციენტსაც მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, ესენია: შაქრიანი დიაბეტი, ინსულტი, თავის ტვინის ქერქის ატროფია, ორმხრივი მწვავე პნევმონია, გულის იშემიური დაავადება და შესაბამისად, მისი გადარჩენაც ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ინფექციური მარინა ენდელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3913 -ს შეადგენს, საიდანაც 1574 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 22 ადამიანი გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო:ვინ იყვნენ პაციენტები, რომლებიც კორონავირუსით დღეს გარდაიცვალენენ? - მარინა ენდელაძე განმარტებას აკეთებს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს