მამუკა ტუსკაძე - გამოძიება უნდა იყოს ისეთი ძლიერი, რომ რაც არ უნდა იხმაუროს მედიამ, მის განწყობაზე არ უნდა იმოქმედოს

საგამოძიებო ორგანოები უყურებენ, რას იტყვის ნოდარ მელაძე ტელევიზიით, რომ იმის მიხედვით იმოქმედონ,- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ ბოლოდროინდელი გახმაურებული მკვლელობებისა და მიმდინარე პროცესებში მედიის ჩართულობის შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მედიამ ზუსტად ისე უნდა იმუშაოს, როგორც მუშაობს და გამოძიებას ხელს ეს არ უშლის.

„კარგიც კია, თუ მედია აბსოლუტურად ყველა საქმეს გაახმაურებს. უბრალოდ, გამოძიება უნდა იყოს ისეთი ძლიერი, რომ რაც არ უნდა იხმაუროს მედიამ, მის განწყობაზე არ უნდა იმოქმედოს. გამომძიებელი რომ ხარ, პროკურორი რომ ხარ, ადვოკატი რომ ხარ და მოსამართლე რომ ხარ, ისე გააკეთე საქმე, რომ ხელი არ შეგეშალოს, მიმართულება არ შეგეცვალოს. მერე რა, რომ მედიამ იხმაურა. სწორადაც მოიქცა. მედიას აქვს თავისი როლი და ადგილი. შესაძლოა, ბევრი საკვანძო ფაქტი მედიამაც მოგაწოდოს და ეს ეფექტურად უნდა გამოიყენო. ჟურნალისტური გამოძიება ყველა ქვეყანაშია დაშვებული და ვერც ჩვენი ქვეყანა იქნება გამონაკლისი. ეს ვითარება უკურეაქციას იწვევს მხლოდ იმიტომ, რომ მეორე მხარეს დგანან ძალიან სუსტი საგამოძიებო ორგანოები და უყურებენ, რას იტყვის ნოდარ მელაძე ტელევიზიით, რომ იმის მიხედვით იმოქმედონ. ნოდარ მელაძე საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას და ამ ინფორმაციის გამოყენება შენც შეგიძლია, როგორც საზოგადოების ნაწილ პოლიციელს, გამომძიებელს, პროკურორს... მიიღე ეს ინფორმაცია და იმოქმედე სამოქალაქო, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად და არა ისე, როგორც ნოდარ მელაძე ან ნებისმიერი სამოქალაქო ჟურნალისტიკის მეტრი თვლის საჭიროდ. საქმე უნდა წარიმართოს სწორად, სამართლიანად, კანონის შესაბამისად და მედიას მასზე არ უნდა ჰქონდეს გავლენა. თუ აქვს, ეს ამ სტრუქტურების პრობლემაა. პირადად მე ჟურნალისტების უფლებების შეზღუდვაზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებდი, მაგრამ პოლიციელებს, გამომძიებლებს და სხვა რგოლის წარმომადგენლებს კი ნამდვილად დავატრენინგებდი და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ვიზრუნებდი. მათ არ უნდა ეშინოდეთ ჟურნალისტური გამოძიების, პირიქით... მეტსაც გეტყვით, გვაქვს უამრავი ფაქტი, რომ მივიდა ჟურნალისტი და გააშუქა, ერთი-ორი საათის შემდეგ მივიდა გამომძიებელიც. რატომ? გამომძიებელი თუ ხარ, ჟურნალისტმა რატომ უნდა გაჯობოს? გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ უფლებამოსილება მეტი გაქვს. იყავი ძლიერი სახელმწიფო, გქონდეს ძლიერი პროკურატურა და საგმოძიებო სისტემა და ვერც ნოდარ მელაძე და ვერც სხვა ჟურნალისტი ვეღარ შეგიშლის ხელს საქმის სწორად წარმართვასა და სწორად გადაწყვეტაში.“- განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.

მამუკა ტუსკაძის კომენტარს პოლიტიკური მოძრაობა "სოციალური სამართლიანობის" პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით