სულხან სალაძე წინასაარჩევნო გარემოზე - სექტემბერში დაძაბულობის ზრდა შეინიშნება

როგორც ჩანს, სექტემბერ-ოქტომბერი კიდევ უფრო ცხელი იქნება და პოლიტიკური ტემპერატურა უფრო მაღლა აიწევს, ამის ნიშნები უკვე ჩანს, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძემ წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა პარტიის ვალდებულებაა, რომ წინასაარჩევნო გარემო მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდეს.

„ძალადობრივი შემთხვევები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ან ხელის შეშლა წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში, ყოველთვის აზიანებს თავად წინასაარჩევნო გარემოს და ძაბავს სიტუაციას. წინასაარჩევნო გარემოს მშვიდ პროცესში ჩატარება აბსოლუტურად ყველას ვალდებულებაა. ყველაზე დიდი ყურადღება და ისრები მიმართულია მმართველი პარტიის მიმართ, რადგანაც მათ ყველაზე მეტად ხელეწიფებათ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი წინასაარჩევნო გარემოს მშვიდობიან ვითარებაში ჩატარებას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ზოგადად უკავშირდება საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდს და გვახსენებს ყოველთვის თავს, არის მოსყიდვები ან იმ ტიპის პროგრამების ინიცირება ხელისუფლების მხრიდან, როდესაც ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნული არ არის ხელისუფლება და მმართველი პარტია, როდესაც ამის გამიჯვნას არც კი ცდილობს ხელისუფლება ან განცხადებებში ისინი ერთმანეთში ურევენ როგორც მმართველ პარტიას, ასევე ხელისუფლებას. ამისი ნათელი მაგალითები ჩვენ უკვე მოვისმინეთ და ვნახეთ. ჩვენ არასდროს დაგვიყენებია ეჭვქვეშ სოციალური დახმარებების საჭიროება, მითუმეტეს, კოვიდ 19-ს დროს, მაგრამ ფორმა, რომელსაც ხელისუფლება ირჩევდა, იყო აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენთვის. ის, რომ დაძაბულობის ზრდა შეინიშნება სექტემბრის თვეში, ეს ცხადია. ჩვენ არაერთი ფაქტი ვნახეთ ამის, თუნდაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში“, -განაცხადა სალაძემ.

იხილეთ ვიდეო:სულხან სალაძე წინასაარჩევნო გარემოზე - სექტემბერში დაძაბულობის ზრდა შეინიშნება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა