ოთარ კახიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს ივანიშვილის დამარცხება არ სურთ

„ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს ივანიშვილის დამარცხება არ სურთ,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ოთარ კახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

კითხვაზე, აქვს თუ არა ვანო მერაბიშვილს როლი მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებში, კახიძე აცხადებს, რომ „სააკაშვილი საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია და ამას შეგნებულად აკეთებს.“

მიხეილ სააკაშვილი არ მგონია ისეთი ტიპის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ვინმეს ჭკუაზე დადის და ვინმეს წაქეზებით. ის საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია და ამას შეგნებულად აკეთებს. მინდა ხაზი გავუსვა, მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, კოალიციური ოპოზიციური ერთობით, რომელიც მთავრობაში მოვა, არ სურს. მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება არ სურს, მას სურს თვითონ გახდეს მმართველი. ეს ორი სხვადასხვა რამაა. ასეთ წარმოდგენას, რომ ბიძინა და მიშა არიან მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრში, რასაც ბიძინა ამბობს, ამას როდესაც იმეორებს მიშა, ეს ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთს კვებავენ. ბიძინას ხელისუფლების შენარჩუნება უნდა, მიშა კი ისეთ მომენტს ელოდება, როცა ხალხი იმდენად დაიღლება, რომ მის გარდა ალტერნატივას ვერ დაინახავს. ეს ფუჭი მოლოდინია“,-განაცხადა ოთარ კახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა