ვანო მაჭავარიანი - რეალურად სააკაშვილი გამოვიდა სააკაშვილის წინააღმდეგ

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, ექსპერტ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ცალკეული ლიდერების დაპირისპირება ხელს მიხეილ სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობას" აძლევს. როგორც მაჭავარიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი თავისი განცხადებებით "ქართულ ოცნებას" როგორც გარკვეულ უპირატესობებს აძლევს, ასევე უკარგავს იმ ნარატივის გამოყენების შესაძლებლობას, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არის მიხეილ სააკაშვილი.

"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია არის აწყობილი საკააშვილის, "ნაციონალური მოძრაობისა" და წარსულის მუდმივ გახსენებაზე. სააკაშვილიც არის გამოცდილი პოლიტიკოსი და დარწმუნებული ვარ მისი განცხადებები ორ მიზანს ემსახურება, გარკვეულწილად დაბნეულობა შეიტანოს "ქართულ ოცნებასა" და მის ამომრჩეველში და ამავდროულად, არცერთი ხმა არ დაკარგოს ოპოზიციური. მას სურს იყოს მთავარი ძალა პარლამენტში. მაქსიმალურად ცდილობს სააკაშვილი, რომ ოპოზიციის ხმები იქნება თუ "ქართული ოცნების" ყველა თავისკენ წაიღოს. მათ მიაჩნიათ, რომ არჩევნებზე ამომრჩეველი მივა ყველას წინააღმდეგ, მათ შორის დღვანდელი ოპოზიციური სპექტრის და სურს "ნაციონალური მოძრაობა" გამოიყვანოს ერთადერთი მხსნელი ძალა, რომელიც თვითონ გადაწყვეტს ვისთან შევიდეს კოალიციაში და ვისთან - არა. სააკაშვილს სურს აჩვენოს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე მთავარი მოთამაშეა. მისი როლი როგორც გამაერთიანებელი ლიდერის, დავიდა იმ პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელად, რომელსაც ფაქტობრივად ოპოზიციური ფლანგის გაყოფა სურს",- განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, დღეს რეალურად პოლიტიკურ ველზე სამი პოლუსია, "ქართული ოცნების", "ნაციონალური მოძრაობის" და დანარჩენი ოპოზიციის.

"საინტერესოა ისიც, რომ რეალურად სააკაშვილი გამოვიდა სააკაშვილის წინააღმდეგ. მას ერთი გამოსვლა ჰქონდა როგორც გამაერთიანებელის, მეორე კი როგორც გამყოფის და ხაზების გამვლების არამხოლოდ "ქართულ ოცნებასთან", არამედ დანარჩენ ოპოზიციასთანაც. რა თქმა უნდა, "ქართული ოცნებისთვისაც" ეს არის გარკვეული უპირატესობის მინიჭება და ამავე დროს დამაბნეველიც არის. რეალურად სააკაშვილის დისტანცირება დანარჩენი ოპოზიციისგან, ძალიან პრობლემურიცაა "ქართული ოცნებისთვის", ის ამომრჩეველს ამ ნარატივით ვეღარ დაარწმუნებს, რომ ნებისმიერი ოპოზიციური ძალა არის სააკაშვილის ძალა. ვფიქრობ, აქ გარკვეული დისონანსიც შემოვიდა "ქართულ ოცნებაში", ერთი მხრივ, როგორც გითხარით, გარკვეულ უპირატესობას აძლევს, მაგრამ მათ ასევე მოუწევთ გადააწყონ პოლიტიკური საარჩევნო სტრატეგია, რომელიც სააკაშვილი - ოპოზიციის გაიგივებაზე აქვთ აწყობილი. დღევანდელი რეალობით სააკაშვილმა ფაქტობრივად დისტანცია დაიჭირა დანარჩენი ოპოზიციური ძალებისგან. დანარჩენმა ოპოზიციამ ეს უნდა გამოიყენოს სწორად იმისთვის, რომ თავისი ადგილი იპოვონს არა ივანიშვილის, არა სააკაშვილის, არამედ თავისი მზის ქვეშ. ყველა კვლევა რაც კი საზოგადოებამ იხილა ფაქტობრივად ერთსა და იმავე რეალობას ასახავს. არც "ქართულ ოცნებას", არც "ნაციონალურ მოძრაობას" და არც დანარჩენ ოპოზიციას არ შეუძლია დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს მთავრობა", - განაცხადა მაჭავარიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა