ოთარ კახიძე ქუთაისში “ქართული ოცნების” კანდიდატ ზაზა ლომინაძეს პოლიტიკურ დებატებში იწვევს

“ევროპული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ოთარ კახიძე, “ქართული ოცნების” კანდიდატს, ზაზა ლომინაძეს პოლიტიკურ დებატებში იწვევს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

ოთარ კახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაზა ლომინაძის საპროგრამო სიტყვა არ პასუხობს ქუთაისის პრობლემებსა და საჭიროებებს.

როგორც კახიძე ამბობს, ის მზადაა იდებატოს ნებისმიერ სატელევიზიო არხზე, ზაზა ლომინაძისათვის სასურველ დროს და ფორმატში.

„მე ვთავაზობ ზაზა ლომინაძეს, რომ გავმართოთ პოლიტიკური დებატები და ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე, რომლებზეც თქვენ საპროგრამო სიტყვაში იყო საუბარი. მე შემოგთავაზებთ ევროპული საქართველოს ხედვას და განვიხილოთ საჯაროდ, ქუთაისელების სამსჯელოდ, ჩვენი საარჩევნო პროგრამები. მე გთავაზობთ ნებისმიერ ტელევიზიას ამ პოლიტიკური დებატებისათვის, როგორც ადგილობრივს, ისე ცენტრალურს, ასევე მზად ვარ ეს იყოს სახელმწიფო ტელეარხები. მნიშვნელოვანია ამომრჩეველს ჰქონდეს წარმოდგენა, რომელ პოლიტიკურ გუნდს რა ხედვა აქვს. მე წარმოვადგენ „ევროპული საქართველოს“ გეგმას, თქვენ წარმოადგინეთ თქვენი გეგმა. მსაჯული კი იქნება ამომრჩეველი, რომელიც საბოლოო ვერდიქტს, 31 ოქტომბერს გამოიტანს“, - აცხადებს ოთარ კახიძე.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა