პროკურორი - მიხეილ რამიშვილი შესაძლოა, დღეს სასამართლოში დაიკითხოს - ის ცდილობს, ემოციური ფონი შეიქმნას მის გარშემო

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მობილური ტელეფონიდან სატელიტური ფოტოებისა და დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურა ტარდება.

როგორც საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში პროკურატურა სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოქმედებს. გარდა ამისა, პროკურორმა განმარტა, რომ რამიშვილი შესაძლოა, დღეს სასამართლოში დაიკითხოს.

"ჩვენ ავიღეთ განჩინება, რაც ეხება მიხეილ რამიშვილსა და დავით ფურცხვანიძეს შორის კომუნიკაციას და სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებულ საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. გუშინ, როდესაც დაიწყო ამ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მთელი პროცედურა, რაც ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვას უკავშირდებოდა ჩატარდა უშუალოდ მიხეილ რამიშვილის მონაწილეობით.შემდგომ, როდესაც მის ტელეფონში აღმოჩნდა საქმისთვის მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც დავით ფურცხვანიძესთან მიმოწერა, ასევე ის სატელიტის ფოტოები,რომელიც ყალბ ინფორმაციას შეიცავს - ჩვენ იმ ორი ფოტოსურათის გარდა, ასევე აღმოვაჩინეთ სხვა სატელიტის ფოტოსურათებიც, სხვა ინფორმაციის მატარებელი, რომელიც შესაძლოა ანალოგიურად შეიცავდეს არასწორ ინფორმაციას.

ამის შემდგომ მიხეილ რამიშვილს შევთავაზეთ, გამოთხოვის პროცედურა უშუალოდ ჩაგვეტარებინა ექსპერტის მონაწილეობით, იმისთვის, რომ არ მომხდარიყო მოპოვებულ ინფორმაციაზე ავთენტიკურობასთან, შემხებლობასთან, წარმომავლობასთან დაკავშირებით საეჭვო გარემოებები და აგვერიდებინა უკვე შემდგომი განმარტებები,რასაც ადვოკატი გააკეთებდა. ამაზე მიხეილ რამიშვილი დაგვთანხმდა. აქ ერთი გარემოება იყო, საგამოძიებო მოქმედებების დროს განაცხადა, რომ ოჯახის წევრი საავადმყოფოში იმყოფებოდა და დროებით შეგვეჩერებინა, ამიტომ მისი თანდასწრებით ტელეფონი დავლუქეთ, დაველოდეთ და შემდგომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში წავედით. ტელეფონი მისი თანდასწრებით გაიხსნა, უშუალოდ ყველა პროცედურას ესწრებოდა. რაც შეეხება შეჩერებას, ასევე მისი ინიციატივით შეჩერდა. დღეს დავბრუნდით, იმიტომ, რომ მისი მონაწილეობით მოხდეს ინფორმაციის გამოთხოვა",- განაცხადა გუმბერიძემ.

პროკურორმა განმარტა, რომ პროკურატურისთვის მნიშველოვანია ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რამიშვილის მობილურში სხვა სატელიტური ფოტოებიც აღმოჩნდა.

"შესაბამისად, ეს ინფორმაციაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. მოგეხსენებათ, რომ რამიშვილმა გამოძიებას წარმოგვიდგინა მხოლოდ 2 ფოტოსურათი და მას ტელეფონში დავით ფურცხვანიძისგან გადაგზავნილი ჰქონდა სატელიტის რამდენიმე ფოტოსურათი",- განაცხადა გუმბერიძემ დასძინა, რომ გამორიცხულია, რამიშვილის ტელეფონიდან გამოძიების ხელში მოხვდეს სხვა ტიპის ინფორმაცია,რომელიც საქმესთან კავშირში არ არის.

პროკურორის განმარტებით, ამაზე საქართველოს პროკურატურა კატეგორიულ განმარტებას გააკეთებს.

"ჩვენ ვმოქმედებთ ყველა შემთხვევაში სასამართლოს განჩინების საფუძველზე. აქ მოქმედებები უკავშირდება მხოლოდ ფურცხვანიძესთან კომუნიკაციას, სხვა პირებთან მიმოწერაში არ შევდივართ და არ განვიხილავთ იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც შესაძლოა კავშირში არ იყოს საქმესთან. ჩვენს მიერ რამიშვილთან ასევე კითხვა დაისვა ტელეფონში ვინ იყო ჩაწერილი იმ სახელით, რაც გამოძიებას აინტერესებდა და ჩვენ ადვოკატისგან განმარტება მივიღეთ. თუმცა გამოთხოვილი ინფორმაციით შესაძლოა სხვა ინფორმაცია დადგინდეს. ასევე, ადვოკატისგან განმარტება მიიღო საზოგადოებამ, რომ ჩვენ ვითომ ძალიან დაგვაინტერესა, რა ხდებოდა მის ტელეფონში და ამიტომ ჩავატარეთ ეს საგამოძიებო მოქმედება. განვმარტავ, რომ მხოლოდ და მხოლოდ, დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციისა და სატელიტის ფოტოების ნაწილში ტარდება ინფორმაციის გამოთხოვა", - განაცხადა გუმბერიძემ.

რაც შეეხება ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მოსაზრება, რომ შესაძლოა ის დააკავონ, პროკურორი განმარტავს, რომ მიხეილ რამიშვილი ცდილობს, ემოციური ფონი შეიქმნას მის გარშემო. მისი თქმით, დაკავებას, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას კონკრეტული საფუძველი სჭირდება.

გარდა ამისა, მისივე თქმით, გამოძიებამ ამოიღო დავით ფურცხვანიძის, როგორც მობილური ტელეფონი ისე კომპიუტერი.

"ფურცხვანიძე ჩვენ დავკითხეთ მოსამართლის წინაშე და სწორედ იქ განაცხადა, რომ რატომღაც 5 დღის წინ დაუზიანდა ტელეფონი, აღარ სარგებლობს იმ ტელეფონით, რითაც სურათები გადაუგზავნა მიხეილ რამიშვილს. შესაბამისად, ჩვენ დამატებით ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედება და ამოვიღეთ ის დაზიანებული ტელეფონი, რომელიც მის ოჯახის წევრთან ინახებოდა. მიხეილ რამიშვილს ჟურნალისტებისგან უფრო მეტი ვალდებულება გააჩნია, როგორც მედიასთან ისე საზოგადოებასთან და გამოძიებასთან. როდესაც მოდის და ჩვენთან კონკრეტული დოკუმენტი მოაქვს, ამით ითხოვს, რომ საქმეზე მივიღოთ მოცემულობა, რა თქმა უნდა, ამას მეტი გადამოწმება სჭირდება, ადვოკატს მეტი ვალდებულება გააჩნია ვიდრე ჟურნალისტებს", - განაცხადა გუმბერიძემ.

იხილეთ ვიდეო:პროკურორის განცხადებით, მიხეილ რამიშვილი შესაძლოა, დღეს სასამართლოში დაიკითხოს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს