IRI 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში ტექნიკური შეფასების გუნდს გზავნის

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ინფორმაციით, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მისიის ტექნიკური შეფასების გუნდის ჩამოვა და 31 ოქტომბრის არჩევნებს შეაფასებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციიდან აცნობეს, შეფასების მისია საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევის საფუძველზე ჩამოდის.

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI)დაახლოებით 25 წელია საქართველოს პარტნიორია და ბოლო ათწლეულის მანძილზე განახორციელა თითქმის ყველა არჩევნების მონიტორინგი და შეფასება. ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გამოცდას ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. IRI-ს მისია ყურადღებას გაამახვილებს იმ საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის, მათ შორის როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. გარდა ამისა, მისია ყურადღებას გაამახვილებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ამომრჩევლის უსაფრთხოების დასაცავად შემოღებული ზომების შესრულებაზე., - განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა სტივენ ნიქსმა.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, მისია (TEAM)შედგება მრავალმხრივი გამოცდილების მქონე ხუთი გრძელვადიანი ტექნიკური ანალიტიკოსისგან, რომლებიც დააკვირდებიან და შეაფასებენ საარჩევნო პროცესის ყველა ფაზას. მათ მიგნებებზე დაყრდნობით, IRI გამოაქვეყნებს ანგარიშებს, რომლებიც მომზადდება მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე.

ტექნიკური შეფასების ჯგუფი იმუშავებს არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო პრინციპების დეკლარაციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ქცევის კოდექსის მიხედვით. მისიის მიგნებები და რეკომენდაციები დაეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სტანდარტებსა და პოლიტიკური პარტიების მიერ ქცევის კოდექსის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს.

კორონავირუსისი პანდემიასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებით, IRI-მ მიიღო უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა, რომლებიც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებთან.

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოში ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას, რომელიც მიმართულია ქვეყნის პოლიტიკური, საარჩევნო და სამოქალაქო სფეროს განვითარებისკენ. ორგანიზაციის პროექტების მიზანია, გახადოს პოლიტიკური პარტიები საკითხებზე მეტად ორიენტირებული, გაზარდოს ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში,ხელი შეუწყოს მოქალაქეების ხელმისაწვდომობას მეთოდოლოგიურად გამართულ კვლევებზე და ბოლოს, წაახალისოს მოქალაქეებზე ორიენტირებული მმართველობა. არჩევნების შეფასებასთან ერთად, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი სხვა აქტორებთან თანამშრომლობით ახორციელებს ახალ პროექტს „საარჩევნო კომპასი - საქართველო“, რომელიც დაეხმარება მოქალაქეებს, უკეთ გააცნობიერონ თუ რომელ პოლიტიკურ პარტიასთან დგანან უფრო ახლოს, საკუთარი ხედვებით. ორგანიზაციის გლობალური ახალგაზრდული ინიციატივის „დემოკრატიის თაობა“ ჩართულობით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ახორცილებეს ეროვნული მასშტაბის საარჩევნო საინმფორმაციო კამპანიას. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი არის არაკომერციული, უპარტიო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს თავისუფლებისა და დემოკრატიის ხარისხის ამაღლებას მსოფლიოს მასშტაბით. ორგანიზაცია ეხმარება პოლიტიკურ პარტიებს, გახდნენ მეტად პასუხისმგებლიანი მოქალაქეების წინაშე, აძლიერებს ხელისუფლებას რათა ის გახდეს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული, მუშაობს აამაღლოს ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფთა - მათ შორის, ქალებისა და ახალგაზრდების - ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:IRI 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში ტექნიკური შეფასების გუნდს გზავნის

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება