დიმიტრი ცქიტიშვილი - არანაირი სურვილი არ მაქვს,  კვლავ ვიხილო  ხელისუფლებაში მობრუნებული მიხეილ სააკაშვილი

არანაირი სურვილი არ მაქვს, კვლავ ვიხილო ხელისუფლებაში მობრუნებული მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, „ევროპული საქართველოს" გადაწყვეტილების თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს პრემიერ- მინისტრის პოსტზე მხარს არ დაუჭერენ.

როგორც ცქიტიშვილი განმარტავს, სურვილის მიუხედავად, მეორე საკითხია კოალიციის ფარგლებში თანამშრომლობა, რომელიც რეალურად, არა ვინმეს სურვილზე, არამედ არჩევნების შემდგომ კონფიგურაციაზე იქნება დამოკიდებული.

„მე იმედი მაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში დაბრუნების არანაირი შანსი არ აქვს, თუმცა, მეორე საკითხია, რომ ვინ ვისთან ითამაშრომლებს, გამომდინარეობს არა იქიდან, თუ ვის ვისთან სურს თანამშრომლობა, არამედ იმ პოლიტიკური კონფიგურაციიდან, რომელიც დალაგდება საარჩევნო პროცესების დასრულების შემდეგ. ბევრ ქვეყანაში არის კოალიციები, რომელიც არათუ პარტნიორებს შორის და სურვილით შექმნილი კოალიციებია, არამედ არის იძულებითი მდგომარებიდან გამომდინარე ჩამოყალიბებული კოალიცია. ამიტომ წინსწრებით ამაზე საუბარი არის სპეკულაცია ყველას მხრიდან ვინც ამას წინასწარ ამბობს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე ვერ დავინახე ვერც ერთხელ მის განცხადებებში, რომ მან თავის შეცდომები და დანაშაულები გადაიაზრა და სხვანაირად უყურებს პროცესებს. ის ამაყობს იმით, რაც გააფუჭა, რაღაცებიც გააკეთა, მაგრამ ის არ გამოაცალკევებს იმ დანაშაულებს, რაც მისი მმართველობის პერიოდში მოხდა,"- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა