თამარ ბაჩალიაშვილის დედა - პროკურატურა მკვლელების ნაცვლად ადვოკატებს ებრძვის, მივმართავ შოთაძეს - შორს ხელები  სამართლიანი ადამიანისგან

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, პროკურატურა მიზანმიმართულად ცდილობს ადვოკატ მიხეილ რამიშვილის საქმიდან ჩამოშორებას.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურა მკვლელების მაგივრად, ადვოკატებს ებრძვის“.

„მიზანმიმართულად უნდათ რამიშვილის ჩამოშორება ამ საქმიდან. იმდენად უსუსურია ჩვენი პროკურატურა, რომ მკვლელების მაგივრად, ადვოკატებს ებრძვის. მივმართავ შოთაძეს - შორს მაგისი სისხლიანი ხელები ამ სამართლიანი ადამიანისგან, თორემ მიიღებს იმას, რასაც დიდი ხანია ელოდება და ექავება ხელები. რადგან აქციებს არ ვაანონსებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავიღალე ან მეშინია. აბსოლუტურად ყველას ჩავრთავ, რაზეც აქამდე თავს ვიკავებდი. კიდევ ვიმეორებ, ჩემი მტრის მტერი არის ჩემი მოყვარე და სატანისთვისაც რომ დამჭირდეს სულის მიყიდვა, მივყიდი და ამას ასე არ დავტოვებ“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ მიხეილ რამიშვილს კუთვნილი მობილური ტელეფონი ჩამოართვა. პროკურორ დავით გუბერიძის განცხადებით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა ინფორმაცია, როგორც დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში, ასევე სატელიტის ფოტოები.

იხილეთ ვიდეო:პროკურატურა მკვლელების ნაცვლად ადვოკატებს ებრძვის - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო