ეკა ბესელია - უწყებათაშორისი კომისია დიდი ხანია ნდობის მატარებელი არ არის

პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია აცხადებს, რომ უწყებათაშორისი კომისია მაღალი ნდობით არ სარგებლობს.

როგორც ეკა ბესელია განმარტავს, გარდა იმისა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისიის მიმართ მაღალი სანდოობა არ არის, მასში მონაწილეობის სურვილი არ არის ისეთი, როგორიც რეალურად უნდა იყოს.

"უწყებათაშორისი კომისია, როგორც წესი, ძალიან დიდი მანდატის მატარებელია საარჩევნო პერიოდში, მას რეალურად უნდა ჰქონდეს ფუნქცია და არა პარტიული დღის წესრიგით იმოქმედოს. ყველა რეალური დარღვევა, ფაქტი, უკანონობა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - ის, რაც არღვევს სამართლიანი არჩევნების ჩატარების წესს, ყველა ამ ფაქტზე სწრაფი რეაგირების ორგანო უნდა იყოს. რა თქმა უნდა, მისი მანდატი შეზღუდულია, მაგრამ მეორე მხრივ, ეს მანდატი არის კარგი საშუალება თუ გამოიყენებდა, სწრაფი რეაგირებისთვის. სამწუხაროდ, ეს საბჭო, დიდი ხანია ნდობის მატარებელი არ არის, რის გამოც, არ მიკვირს, რომ არ არის ისეთი მაღალი სანდოობა და მონაწილეობის თვალსაზრისით ისეთი სურვილი, როგორიც უნდა ჰქონოდეს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ისინი უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

როგორც სერგი კაპანაძემ განაცხადა, ამის მიზეზი ისაა, რომ კომისიას „ღვარძლიანი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს“, რომელიც პრობლემის მოგვარებით დაინტერესებული არ არის.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა