იტალიაში დეპუტატების რაოდენობა შემცირდება

იტალიაში დეპუტატების რაოდენობა შემცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათი ცნობით, რეფერენდუმით გადაწყდა, რომ იტალიის პარლამენტის წევრების რაოდენობა მესამედზე მეტით შემცირდება.

BBC-ის ინფორმაციით, თითქმის 70%-მა ცვლილებას მხარი დაუჭირა. პარლამენტის წევრების რაოდენობა ქვედა პალატაში 634-იდან 400-მდე შემცირდება, ასევე, დეპუტატების რაოდენობა ნაკლები იქნება სენატშიც.

ინიაციატივა მმართველი კოალიციის წევრმა, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ" წამოწია, რომლის მტკიცებითაც ეს ნაბიჯი ხარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია