„ალდაგის“ დაზღვევის შეძენა „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრებშია შესაძლებელი

სადაზღვევო კომპანია „ალდაგსა“ და „საქართველოს ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად მომხმარებლებს დღეიდან შეუძლიათ მიმართონ ბანკის სერვისცენტრებს საქართველოს მასშტაბით და შეიძინონ რამდენიმე სახის დაზღვევა, მათ შორის ყველაზე მოთხოვნადი ავტოდაზღვევა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ალდაგიდან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, სერვისცენტრებშივე ხელმისაწვდომია სხვა პირისადმი საგზაო პასუხისმგებლობისა და მოგზაურობის დაზღვევებიც.

„ალდაგის“ ავტოდაზღვევა ითვალისწინებს ყველა გავრცელებული რისკისგან დაზღვევას − მათ შორის, შეჯახება, ქურდობა, ძარცვა, ე.წ. „დამხვდა დაზიანებული“ შემთხვევები და სხვა. ალდაგის ავტოდაზღვევის მიღება მომხმარებელს პოლისის დადასტურების შემდეგ სერვისცენტრშივე შეუძლია. ავტოდაზღვევის მომხმარებლებისთვის ალდაგი ინდივიდუალური მიდგომით ხელმძღვანელობს და ხანგრძლივი გამოცდილების მქონე მძღოლებს განსაკუთრებულ ფასს სთავაზობს.

მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევა (მპპდ) − ეს არის პროდუქტი, რომელიც მძღოლს სხვისი ავტომობილის ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში იცავს ფინანსური დანაკარგებისგან. მპპდ ისეთ შემთხვევებს ანაზღაურებს, როდესაც დაზღვეული მძღოლის მიზეზით დაზიანებას მესამე პირი იღებს, იქნება ეს კერძო პირი, თუ სახელმწიფო ქონება.

მოგზაურობის დაზღვევა − ამ პროდუქტის მიღება დღეში 1 ლარად არის შესაძლებელი და ისეთ რისკებისგან დაზღვევას გულისხმობს, როგორებიცაა: სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია, რეისის გადადება და ა.შ.

„საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრები მთელ საქართველოშია ხელმისაწვდომი; დაზღვევის შეძენას კი რამდენიმე წუთი სჭირდება“,-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს