რატი იონათამიშვილი - „ევროპული საქართველოს“ წევრები მალე საერთოდ პოლიტიკიდან გაიქცევიან

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, სჯობს, "ევროპულმა საქართველომ" მიზეზი საკუთარ თავში ეძებოს, თუ რატომ ტოვებს სხდომებს და არ მონაწილეობს თუნდაც უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრებში.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა, ისინი მალე პოლიტიკიდანაც გაიქცნენ.

"საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ამ პოლიტიკური პარტიის წევრები ხან საპარლამენტო კომიტეტებს ტოვებენ, ხან სასესიო სხდომებს და სხდომათა დარბაზიდან გარბიან. ახლა განაცხადეს, რომ უწყებათაშორის კომისიასაც ტოვებენ. ვფიქრობ, მათთვის უკეთესი იქნება, რომ ამის მიზეზები საკუთარ თავში ეძებონ, იქნებ თვითონ ვერ ართმევენ თავს ვერც ერთ ფორმატში და ვერც ერთ დონეზე იმ ვალდებულებებს, რომელიც გააჩნიათ და ეს არის იმის მიზეზი, რომ ყველა სივრციდან გარბიან, სადაც კი შეიძლება მათ ან ნებისმიერმა გაერთიანებამ საკუთარი წვლილი შეიტანოს. როგორც ჩანს, ეს დინამიკა გაგრძელდება და მალე ისინი საერთოდ პოლიტიკიდანაც გაიქცევიან", - განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, "ევროპული საქართველოს" შტაბის უფროსის სერგი კაპანაძის განცხადებით, პარტია უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა