თამარ კეკენაძე - პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ჩვენი პარტნიორი დააკვირდეს არჩევნებს

პოლიტიკური პარტია ,,თავისუფალი დემოკრატები" მიესალმება საერთაშორისო რესპულიკური ინსტიტუტის (IRI) გადაწყვეტილებას, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების გუნდის ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

„თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის, თამარ კეკენაძის განმარტებით, იმ რეალობაში, როდესაც რუსეთის მხრიდან არის მოლოდინი, რომ ზეწოლა და არჩევნების პროცესში ჩარევის სურვილი კიდევ უფრო გაიზრდება, ხელისუფლების მხრიდან კი გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული და ყველა სხვა ხელთარსებული რესურსი, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი პარტნიორი დააკვირდეს არჩევნებს.

„მინდა თავისუფალი დემოკრატების გუნდის სახელით გამოვხატო მადლიერება ჩვენი პარტნიორებისადმი, რომ მიუხედავად კოვიდ -19 -ის გამოწვევისა, ისინი მზად არიან დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს და ხელი შეუწყონ გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. იმ რეალობაში, როდესაც ველოდებით რუსეთის მხრიდან ზეწოლის გაზრდას და არჩევნებში ჩარევას, ხოლო პარალელურად ხელისუფლების მხრიდან როგორც ადმინისტრაციული, ასევე მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებას, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ჩვენი პარტნიორი დააკვირდეს არჩევნებს და ჩვენს მოქალაქეებს გაუჩინოს რწმენა, რომ მათი არჩევანი იქნება დაცული" , - ნათქვამია თამარ კეკენაძის განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო