რატი იონათამიშვილი - რადიკალურ ოპოზიციას ყოველ ჯერზე პანიკა ეწყება, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ხედავს

რადიკალურ ოპოზიციას ყოველ ჯერზე პანიკა ეწყება, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ხედავს, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი წინასააარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით ბანერების გამოჩენას.

მისი თქმით, ოპოზიციას ვერ მოუნელებია ის მარცხი, რომელიც მათ ბიძინა ივანიშვილისგან იწვნიეს.

„არ მიკვირს, რომ რადიკალურ ოპოზიციას ყოველ ჯერზე პანიკა ეწყება, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ხედავს, მათ შორის მაშინაც, თუ მაგალითად მის სურათს მოჰკრეს თვალი, ისინი სახეს კარგავენ, ეს ყოველ ჯერზე ასე ხდება. რასაკვირველია, ისინი ვერ მოინელებენ იმ მარცხს, რომელიც მათ 2012 წლის არჩევნებზე იწვნიეს. ეს მარცხი მათ აწვნია ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა საზოგადოებამ. ივანიშვილი ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, დამფუძნებელი და ლიდერი გახლავთ. ასე, რომ ცხადია, ამ მხრივ მისი მონაწილეობა მნიშვნელოვანი და კანონზომიერია. ეს ოპოზიციას არ მოსწონს, რაც გასაგებია. ცხადია, ეს განწყობები არჩევნების შედეგებზეც პროპორციულად აისახება",-განაცხადა იონათამიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო