ნათია მეზვრიშვილი - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და მკაცრ შეზღუდვებს, ქვეყნის მასშტაბით, რისი შიშიც მეწარმეებსა და ეკონომიკურ სუბიექტებს აქვთ, არ ვაპირებთ

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი ოდენობის მიუხედავად, სიტუაცია სრულად კონტროლდება და მართვადია.

როგორც მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

"საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასა და მკაცრ შეზღუდვებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რისი შიშიც მეწარმეებსა და ეკონომიკურ სუბიექტებს აქვთ, არ ვაპირებთ. მიზნობრივი და წერტილოვანი შეზღურდვები რეგიონებში შეიძლება იყოს და ეს ბუნებრივია, კონკრეტულ სიტუაციასა და კონკრეტულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული. ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონშიც ეს წერტილოვანი შეზღუდვები რომ არ გამოვიყენოთ, თითოეულმა მოქალაქემ რეგიონსა თუ ქალაქში, ზედმიწევნით დაიცვას წესები. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ შემთხვევების ზრდა იქნებოდა მას შემდეგ რაც ეკონომიკური შეზღუდვები შევამსუბუქეთ. ბუნებრივია, ის ყველაფერი რაც ხდება,შემთხვევების მატება. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ წესების დაცვისკენ, ეკონომიკის შეზღუდვისა და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს და ამაზე თამამად ვსაუბრობთ. ვეღარ ჩაიკეტება ეკონომიკა. ეს ყველაფერი ჩვენს მოქალაქეებს დააზარალებს. იმისთვის რომ ეს არ მოხდეს, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა და პირბადე ატაროს არამხოლოდ შენობაში, არამედ მის გარეთაც, სადაც ადამიანები ახლოს არიან ერთმანეთთან", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2021
ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს "ფინკა ბანკი" თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს
"ჯივიესის" ახალი შენაძენი რაჭაში
„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”
ხვალ გაიმართება ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ - „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე