ნათია მეზვრიშვილი - არ უნდა გვჭირდებოდეს ჯარიმების ენით საუბარი, ამის გარეშეც პირბადეს უნდა ვატარებდეთ და დისტანციას უნდა ვიცავდეთ

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ ვლინდება პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული წესების დარღვევის შემთხვევები. როგორც მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე მოქალაქეებმა რეგულაციები ჯარიმების დაწესების გარეშეც უნდა დაიცვან.

„ვხედავთ წესების დარღვევის შემთხვევებს. საკმაო პერიოდია გასული, რაც პანდემიასთან ვიბრძვით ჩვენს მოქალაქეებთან ერთად და იმ პირობებში, როდესაც ბევრი რამ ვისწავლეთ, არ უნდა გვჭირდებოდეს ჩვენს მოქალაქეებთან ჯარიმების ენით საუბარი. ჯარიმების გარეშეც, ჩვენ ვიმყოფებით ისეთ სიტუაციაში, რომ პირბადეს უნდა ვატარებდეთ და დისტანციას უნდა ვიცავდეთ.

რაოდენობის ზრდა დამოკიდებულია მნიშვნელოვანწილად იმაზე, თითოეული ჩვენგანი რამდენად დაიცავს წესებს. როდესაც ვსაუბრობთ პირბადის ტარების, ასევე დისტანციის დაცვის აუცილებლობაზე, ისე, არასაჭირო შეკრებებისგან თავის შეკავების აუცილებლობაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩვენგანის წინდაუხედავობა კავშირშია ინფიცირების რაოდნეობის ზრდასთან, ამიტომ ყველაფერი ამისგან თავი უნდა შევიკავოთ და მაქსიმალურად დავიცვათ წესები",-განაცხადა მეზვრიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:ნათია მეზვრიშვილი - არ უნდა გვჭირდებოდეს ჯარიმების ენით საუბარი, ამის გარეშეც პირბადეს უნდა ვატარებდეთ და დისტანციას ვიცავდეთ

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს