გიორგი ვაშაძე - ღმერთმა ნუ ქნას სიღარიბეში ჩამხრჩვალი საჩხერე იყოს საქართველოს განვითარების მოდელი

ღმერთმა ნუ ქნას დღევანდელ სიღარიბეში ჩამხრჩვალი საჩხერე იყოს მოდელი საქართველოს განვითარების, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, პრემიერ-მიონისტრ გიორგი გახარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ საჩხერის მოდელი საქართველოს განვითარების მოდელია.

ვაშაძის თქმით, საჩხერის მოსახლეობა უკიდურესი სიღარიბის ზღვარზეა და საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლები აბსოლუტურად არიან მოცილებულები იმ პრობლემებს, რომელიც ქართველ ხალხს აწუხებს.

„გუშინ ოლიგარქ ივანიშვილის მარიონეტმა გახარიამ გვამცნო, რომ თურმე საჩხერის მოდელი არის საქართველოს განვითარების მოდელი. მე მინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე მონაცემი საჩხერესთან დაკავშირებით. საჩხერეში მოსახლეობის 14.7% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, რომელთაც სოციალური დახმარების ხარჯზე გააქვთ საკუთარი თავი. კატასტროფულ ზღავრზეა უმუშევრობა და სოციალური პრობლემები. თუ შევადარებთ ზესტაფონს იგივე კრიტერიუმით არის ნაკლები - 12.2%, თერჯოლა-5%, სამტრედია-9% და ტყიბული-9.50% , ანუ პირიქით, საჩხერეში არის უფრო მეტი მშიერი ადამიანი, ვიდრე სხვა რაიონებში საქართველოში. საჩხერის უნიკალური კურორტი -კვერეთი, რომელიც იყო უნიკალური გოგირდის წყლებით, აბანოებით, სამკურნალო და სპა შესაძლებლობით და ეს კურორტი ჩვენი ინფორმაციით, არის ბიძინა ივანიშვილის და მასთან დაკავშირებული ადმიანების საკუთრებაში. ეს ადგილი დღეს გავერანებულია და კატასტროფულ მდგომარეობაშია, ეს არის ივანიშვილის ყურადღება საკუთარ საჩხერეზე და თურმე ეს არის მოდელი, რომელიც უნდა განვავითაროთ მთელი საქართველოს მასშტაბით. ათწლეულების მანძილზე, სანამ ბიძინა ივანიშვილი ფლობს ამ საკუთრებას მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით ერთი თეთრის ინვესტიციაც კი არ ჩაუდიათ იმისთვის, რომ საჩხერეში სამუშაო ადგილები შექმნილიყო, რაც ყველაზე საგანგაშოა, ვაი იმ საქართველოს რომელსაც ამ სიღარიბეში ცხოვრებას მოდელად სთავაზობენ. ხალხნო გამოვფხიზლდეთ და ამ ადამიანებს კარგად შევხედოთ, ესენი არიან ჩვეულებრივი მატყუარა, კორუმპირებული თაღლითები, რომელთაც ერთადერთი მიზანია ქვეყნის სათავეში ყოფნა და აბსოლუტურად არიან მოცილებულები იმ პრობლემებზე, რომელიც ქართველ ხალხს აწუხებს“, - განაცხადა ვაშაძემ და პრემიერს გიორგი გახარიას პენსიონერების მონახულება შესთავაზა.

„მე გახარიას ვთავაზობ, რომელიც ემალება დებატებს და დღემდე პასუხი არ მაქვს, წავიდეს საჩხერეში ნებისმიერი პენსიონერის ოჯახში და ნახავს რა სიღარიბეა საჩხერეში, ახალგაზრდები პერსპექტივას საკუთარ რაიონში ვერ ხედავენ და ერთადერთი გზა აქვთ, რომ უცხოეთში წავიდნენ, წავიდეთ უმუშევრად დარჩენილი საშუალო ასაკის ადამიანების ოჯახში, რომლებიც გეტყვიან, რომ უკიდურესად მწვავეა სოციალური პრობლემები საჩხერეში, მაგრამ თქვენ ხალხთან სიარულის გეშინიათ, თქვენ გიყვართ მხოლოდ და მხოლოდ ფეშენებელურად დადგმული, ხელოვნურად შექმნილი კომუნისტურ სტილში საპრეზენტაციო სივრცეები, სადაც ესაუბრებით მხოლოდ და მხოლოდ თქვენს მიერ კონტროლირებად აქტივისტებს. თქვენ გეშინიათ ხალხთან შეხვედრის, დებატებში მოსვლის, კითხვებზე პასუხის გაცემის და ჟურნალიტებთან კომუნიკაციასაც კი. იცით რატომ? იმიტომ რომ თქვენი ხელწერა არის ტყუილი, ტყუილი და კიდევ ერთხელ ტყუილი. რვა წლის მანძილზე არაფერი არ გაგიკეთებიათ ქვეყანაში გარდა იმისა, რომ თქვენ გამდიდრდით და ხალხი გაღარიბდა. ამ დროის მანძილზე საქართველომ ერთადერთ მონაცემემში დაამყარა რეკორდი, ეს იყო ჩვენი მოსახლეობის შიმშილის პირას მყოფი ადამიანების 8.2%, ეს არის ანტირეკორდი რეგიონში, რომელსაც საქართველოს თითოეული მოქალაქე გრძნობს. ივანიშვილის მარიონეტებო გრცხვენოდეთ, არცერთი დაპირების გაცემის უფლებაც კი არ გაქვთ, იმიტომ რომ არცერთი დაპირება რვა წლის მანძილზე არ შეგისრულებიათ და თქვენს დაპირებას აქვს ნულოვანი ნდობა.

მეგობრებო, საქართველოს მოქალაქეებო ეს არის არა არჩევნები, არამედ რეფერენდუმი- საქართველო ჭაობი თუ განვითარებული საქართველო. ასეთი უქნარა, უსაქმური, კორუმპირებული ოლიგარქის მარიონეტები ხელისუფლებაში თუ საქმის მკეთებელი პროფესიონალები, რომლებიც ქვეყანას დააყენებენ აღმშენებლობის გზაზე. ღმერთმა ნუ ქნას დღევანდელ სიღარიბეში ჩამხრჩვალი საჩხერე იყოს მოდელი საქართველოს განვითარების. აი ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ ყველამ, მაგრამ საჩხერე მართლაც იქნება განვითარებული „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის ხელში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო