ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, კორონავირუსზე ჩატარებული დიდი რაოდენობის ტესტირებების გამო, პასუხებზე დაყოვნების დრო დაახლოებით 3 დღემდე გაიზარდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, კორონავირუსზე ჩატარებული დიდი რაოდენობის ტესტირებების გამო, პასუხებზე დაყოვნების დრო დაახლოებით 3 დღემდე გაიზარდა. გაბუნიას თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ტესტის გადამოწმება ხდება, რისთვისაც დამატებითი დროა საჭირო.

მისივე განცხადებით, მთავარია, ადამიანმა, რომელიც პასუხს ელოდება, თვითიზოლაცია დაიცვას.

„ტესტის პასუხის 7-8 დღიანი დაგვიანება ნამდვილად არ ყოფილა. იყო გარკვეული დაგვიანება იმ კუთხით, რომ თუ ჩვენ წარსულში 24 საათში გვქონდა ხოლმე პასუხები, დიდი რაოდენობით ტესტების გამო დაყოვნების დრო გაიზარდა დაახლოებით 3 დღემდე. ხშირად საჭირო ხდება პასუხის გადამოწმება და ამას შესაძლოა დამატებითი დრო დაჭირდეს. საველე ტესტირებების პასუხები ამ ეტაპისთვის სრულიად ამოწურულია და ხვალ-ზეგ დავბრუნდებით ისევ 24 საათიან ტესტირებებს. მთავარი არის ის, რომ როდესაც ადამიანი არის მომლოდინე რეჟიმში, დაიცვას თვითიზოლაცია“, - განაცხადა გაბუნია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო